პორტუგალიამ და ესპანეთმა მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი შეიტანეს #1TVSPORT
პორტუგალიამ და ესპანეთმა მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი შეიტანეს #1TVSPORT

ესპანეთისა და პორტუგალიის პრემიერმინისტრებმა პედრო სანჩესმა და ანტონიო კოშტამ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რითაც მხარი დაუჭირეს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადის შეტანას.

ასევე მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ჩატარებაზე პრეტენზიას აცხადებენ არგენტინა, ჩილე, პარაგვაი და ურუგვაი (ერთობლივი განაცხადი), აგრეთვე რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და სერბეთი (ერთობლივი განაცხადი).

გამარჯვებული გამოვლინდება 2024 წელს, ფიფა-ს 74-ე კონგრესზე.