პოლონური გამოცემა - გვილია უკვე ბარგს ალაგებს, „ლეგია“ მის პირობებს არ დათანხმდება #1TVSPORT
პოლონური გამოცემა - გვილია უკვე ბარგს ალაგებს, „ლეგია“ მის პირობებს არ დათანხმდება #1TVSPORT

დიდი ალბათობით, ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიას“ დატოვებს – ამის შესახებ ბოლოს დროს პოლონეთში მტკიცებით ფორმაში წერენ.

„ლეგია“ გარდერობს აახლებს. გვილია უკვე ბარგს ალაგებს“, – ამ სათაურით წერილი გამოცემა niezalezna გამოაქვეყნა. 

„გლივიცეში „პიასტთან“ ბოლო გამარჯვების შემდეგ (1:0), „ლეგიას“ ფეხბურთელებს ახლა უკვე შეუძლიათ მილოცვების მიღება პოლონეთის ჩემპიონატის მოგების გამო. ამიტომ, გუნდში უკვე ახალი სეზონის გუნდზე ფიქრობენ. მრავალი ნიშანია, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე დაემშვიდობა გუნდს. ერთ-ერთი მათგანი ვალერიან გვილიაა. ქართველ საყრდენ ნახევარმცველს „ლეგიასთან“ კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება. გვილიას სურს დარჩეს ვარშავაში, მაგრამ … ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება. „ლეგია“ კი მის პირობებს არ თანხმდება“, – წერს გამოცემა.

niezalezna ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხელფასის საგრძნობლად გაზრდას ითხოვს: „2019 წლის ზაფხულში შვეიცარიის საფეხბურთო კლუბ „ლუცერნიდან“ შეძენილი ქართველი წელიწადში „ლეგიაში“ 300 000 ევროს იღებს. პოლონეთის ჩემპიონებთან ახალ კონტრაქტს თუ გააფორმებს, ხელფასის 50 000 ევრომდე გაზრდას ელის. როგორც არაოფიციალურად გავარკვიეთ, „ლეგია“ არანაირად არ დათანხმდება მოთამაშის პირობებს, მით უმეტეს, რომ გვილიას ექსტრაკლასაში გაცილებით უარესი შედეგები აქვს, ვიდრე წინა სეზონში. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 17 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამ შეხვედრაში მონაწილეობდა. მას გოლი არ გაუტანია და მხოლოდ ერთი საგოლე პასი აქვს. 2019/2020 წლების სეზონში კი გვილიამ „ლეგიაში“ 35 მატჩში გაიტანა რვა გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა“.