პოლონეთი-სენეგალი: მატჩის ანონსი
პოლონეთი-სენეგალი: მატჩის ანონსი

19 ივნისი. მოსკოვი. სტადიონი “ოტკრიტიე-არენა“. დასაწყისი – 19:00
მსაჯი: ნავაფ შუკრალა (ბაჰრეინი)

პოლონეთისა და სენეგალის მატჩით სრულდება პირველი ტური.
ამ მატჩში მცირე ფავორიტის სტატუსი პოლონეთს აქვს, თუმცა, H ჯგუფი ძალიან თანაბარია და ყველა მონაწილეს თითქმის თანაბარი შანსები აქვს პირველ ადგილზე.

პოლონეთი ძალიან დამაჯერებლად გამოვიდა ევრო 2016-ზე, მეოთხედფინალამდე მივიდა (სადაც პენალტებში წააგო მომავალ ჩემპიონ პორტუგალიასთან) და თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ის შემადგენლობა ნავალკამ შეინარჩუნა და ახლა რუსეთში წარმატების იმედი აქვს. ყველა რგოლში პოლონელებს ლიდერი ჰყავთ, რომლებზეც აგებულია გუნდის თამაში. შჩესნი – კარში, გლიკი – დაცვაში, ზელინსკი და კრიხოვიაკი – ნახევარდაცვაში, ლევანდოვსკი – თავდასხმაში.

თუმცა იოლი მატჩი არ იქნება ფიზიკურად ძალიან ძლიერი სენეგალის წინააღმდეგ, თანაც ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან მანე (“ლივერპული”), დიუფი (“სტოკი“), ნიანგი (“ტორინო”) და ბალდე (“მონაკო”), შეუძლიათ პრობლემები შეუქმნან ნებისმიერ მეტოქეს.

ამხანაგურ მატჩებში სენეგალმა საკუთარ თავზე უცნაური შთაბეჭდილება დატოვა – ვერ მოუგო ლუქსემბურგს, წააგო ხორვატიასთან, მაგრამ შემდეგ, სამხრეთ კორეასთან მოგებით შეძლო რეაბილიტირება. პოლონელებმა კი ფრე ითამაშეს ჩილესთან და გაანადგურეს ლიეტუვა.

ურთიერთშეხვედრები
გუნდები აქამდე არ შეხვედრიან ერთმანეთს.

საინტერესო ფაქტები
– პოლონეთს სამჯერ უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე აფრიკული გუნდების წინააღმდეგ და არც ერთხელ არ წააგო.
სენეგალისთვის ეს მხოლოდ მეორე ჩემპიონატია. პირველი 2002 წელს იყო და მეოთხედფინალამდე მივიდა.
– პოლონეთმა ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ ერთხელ შეინახა კარი “მშრალად”, სამაგიეროდ, ბოლო სამ ამხანაგურში ცხრა გოლი გაიტანა.
– სენეგალმა ზედიზედ 9 მატჩი (+5=4) არ წააგო შესარჩევში, ბოლო შვიდ მატჩში კი მხოლოდ სამი გოლი გაუშვა.
– პოლონეთმა 10 შესარჩევი მატჩიდან ცხრაში ორი ან მეტი გოლი გაიტანა, შვიდ მატჩში ორივე გუნდს გაჰქონდა გოლი.
– პოლონეთის ბოლო 12 მატჩიდან ცხრაში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.
– მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე, პოლონეთმა ბოლო რვა მატჩიდან ექვსჯერ გოლი ვერ გაიტანა და ექვსივე შეხვედრა წააგო.
– სენეგალმა ბოლო ოთხ მატჩში სამჯერ “მშრალად” შეინახა საკუთარი კარი.
– რობერტ ლევანდოვსკი ევროპის შესარჩევი ციკლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 16 გოლით. ფორვარდი შესარჩევის ლიდერია ორთაბრძოლების რაოდენობით – 274.
– პოლონეთმა ევროპის საკვალიფიკაციოში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა სტანდარტებიდან – 12.
– აფრიკის შესარჩევში თავისი გოლების ნახევარი სენეგალმა 75-ე წუთის შემდეგ გაიტანა.
სადიო მანე საუკეთესო ასისტენტია აფრიკის შესარჩევ ტურნირზე – ხუთი შედეგიანი პასი.

რა თქვეს მწვრთნელებმა

ადამ ნავალკა (პოლონეთი):
„მზადებამ გეგმის მიხედვით ჩაიარა. ყველა ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია. დარწმუნებული ვარ, რომ ოპტიმალურად ვართ მომზადებული მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტისთვის. სენეგალს ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელსაც შეუძლია სწრაფი შეტევების ჩატარება. ამ გუნდში ძალიან სახიფათო ფეხბურთელები არიან, რომლებიც კარგ კლუბებში გამოდიან, მაგრამ მიგვაჩნია, რომ უკეთ ვითამაშებთ და მოვიგებთ. პირველ თამაშში გამარჯვება გვჭირდება“.

ალიუ სისე (სენეგალი):
„პოლონეთთან მატჩისთვის კარგად ვართ მომზადებული. კარგად გვესმის თამაშის მნიშვნელობა. ჩვენი გუნდი მხოლოდ სადიო მანე არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ლიდერია და ბევრის მიცემა შეუძლია გუნდისთვის, აგრეთვე, ეხმარება სამწვრთნელო შტაბს“.

სავარაუდო შემადგენლობები
პოლონეთი (4-2-3-1): შჩესნირიბუსი, პაზდანი, ბედნარეკი, პიშჩეკიკრიხოვიაკი, ლინეტიგროსიცკი, ზელინსკი, ბლაშჩიკოვსკი – ლევანდოვსკი.
სენეგალი (4-2-3-1): ნ’დიაიესაბალი, სანე, კულიბალი, გასამაკუიატე, გეიე – ნიანგი, მანე, სარი – საჰო.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!

დატოვე კომენტარი