„პოლიტიკო“ - ემანუელ მაკრონი ცდილობს, დაარწმუნოს ევროკავშირის ქვეყნები, შეწყვიტონ ამერიკული თავდაცვითი აღჭურვილობის შეძენა და ყურადღება მიაქციონ ევროპელ მწარმოებლებს
„პოლიტიკო“ - ემანუელ მაკრონი ცდილობს, დაარწმუნოს ევროკავშირის ქვეყნები, შეწყვიტონ ამერიკული თავდაცვითი აღჭურვილობის შეძენა და ყურადღება მიაქციონ ევროპელ მწარმოებლებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს, დაარწმუნოს ევროკავშირის ქვეყნები, რომ შეწყვიტონ ამერიკული თავდაცვითი აღჭურვილობის შეძენა და ამის ნაცვლად, ყურადღება მიაქციონ ევროპელ მწარმოებლებს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

„ჩემი მიზანია, წავიდე და დავარწმუნო ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც მიჩვეულნი არიან ამერიკულის ყიდვას. მათ, ვინც Patriot-ს ყიდულობს, უნდა შევთავაზოთ ფრანკო-იტალიური ახალი თაობის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი SAMP/T. მათ, ვინც F-35-ს ყიდულობს, უნდა შევთავაზოთ Rafale. ეს არის გზა წარმოების ტემპების გასაზრდელად“, – ამბობს მაკრონი.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ნატო-ს წვერი ევრპული ქვეყნები კიდევ უფრო დამოკიდებულები არიან ამერიკულ იარაღზე, ვიდრე ოდესმე ყოფილან. სწორედ ამას ეხება მაკრონის კომენტარიც.