პოკლიუკაში ქალებში მას-სტარტი 12.5კმ-ზე ოებერგმა მოიგო | ბიატლონი
პოკლიუკაში ქალებში მას-სტარტი 12.5კმ-ზე ოებერგმა მოიგო | ბიატლონი

სლოვენიურ ქალაქ პოკლიუკაში მიმდინარე მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპზე ბიატლონში ქალებში მას-სტარტი 12.5 კმ-ზე გაიმართა, რომელიც შვედი ჰანა ოებერგის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე იტალიელი ლიზა ვიტოცი გავიდა, ხოლო ბრინჯაოს მედალი საფრანგეთის წარმომადგენელმა ანაის ბესკონმა მოიპოვა.

მეექვსე ეტაპის დასკვნით დღეს, პოკლიუკაში კაცებში მას-სტარტი 15კმ-ზე გაიმართა. რბოლა ფრანგი ბიატლონისტის ქვენტინ ფილონ მაიეს გამარჯვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ საერთო ჩათვლაში მამაკაცებში ფრანგი მარტენ ფურკადი 601 ქულით ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 524 ქულით ტირილ ეკჰოფი იკავებს.