პირველი მერვედფინალების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელეს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალების შემდეგ ბუკმეიკერებმა ტურნირის მოგებაზე კოეფიციენტი განაახლეს.
ბუკმეიკერებს ფავორიტად მიაჩნიათ „არსენალი“, რომლის გამარჯვებაზე კოეფიციენტია – 3.70.
შემდეგ მოდის მიუნხენის „ბაიერნი“, რომელმაც სტუმრად 6:1 გაანადგურა „ატალანტა“. გერმანიის ჩემპიონის კოეფიციენტი 4.50-ს შეადგენს.
მოქმედი ჩემპიონის „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვებაზე კოეფიციენტი უტოლდება 6.00-ს. ტოპხუთეულში ასევე შედიან „ბარსელონა“ (7.00) და „რეალი“ (9.00).
შემდეგ მოდიან: „ლივერპული“ (12.00), „ატლეტიკო“ (17.00), „მანჩესტერ სიტი“ (25.00), „ბოდო გლიმტი“ (32.00), „ნიუკასლი“ (40.00), „ჩელსი“ (85.00), „ლევერკუზენი“ (100.00), „გალათასარაი“ (100.00), „ტოტენჰემი“ (200.00), „სპორტინგი“ (250.00), „ატალანტა“ (1000.00).