პირველი არხის აზარტული გეიმ შოუ „მარტივი ლოგიკა“ უკვე შენს მობილურში
პირველი არხის აზარტული გეიმ შოუ „მარტივი ლოგიკა“ უკვე შენს მობილურში

პირველი არხის აზარტული და მომგებიანი გეიმ შოუ „მარტივი ლოგიკა“ უკვე თქვენი მობილურით შეგიძლიათ ითამაშოთ. პირველი არხი წარმოგიდგენთ სატელევიზიო გეიმ შოუს მობილურ აპლიკაციას.

თამაში ხელმისაწვდომია ორივე პლატფორმაზე (Android, IOS).

თამაშის წესები მარტივია. უნდა იპოვოთ ლოგიკური კავშირი ორ ფოტოს შორის, დააგროვოთ ქულები, გაიაროთ ყველა ეტაპი და დაელოდოთ საპრიზო გათამაშებას.

საპრიზო გათამაშებაში მონაწილეობისათვის საჭიროა, თამაშში ჩაერთოთ აპლიკაციაში მითითებულ დროს. ყველაზე სწრაფად გაიაროთ მომგებიანი ეტაპი და მოხვდეთ პირველ ათეულში.

მარტივი ლოგიკა

საპრიზო ფონდი 5000 ლარია.

პირველი ადგილი –  2000

მეორე  ადგილი  – 1000

მესამე ადგილი  – 500

მეოთხე  ადგილი  – 400

მეხუთე  ადგილი   – 300

მეექვსე ადგილი  – 250

მეშვიდე ადგილი   – 200

მერვე  ადგილი   – 150

მეცხრე  ადგილი  – 100

მეათე ადგილი – 100

ჩაერთე, გაერთე და გახდი გამარჯვებული!

ეს მარტივია!

მოიწონეთ ჩვენი ფეისბუქ-გვერდი!

გამოიწერეთ ჩვენი იუთუბ-არხი!