პირველად 2009 წლის შემდეგ თურქეთის ეკონომიკაში რეცესია დაფიქსირდა

15:19, 11.03.2019

პირველად 2009 წლის შემდეგ თურქეთის ეკონომიკაში რეცესია დაფიქსირდა. 2018 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თურქეთის მშპ 3%-ით შემცირდა. შესაბამის მონაცემებს თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი ავრცელებს.

მესამე კვარტალში ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელმა 1,6% შეადგინა.

ამავდროულად, თურქეთის ეკონომიკური ზრდის საერთო მაჩვენებელმა 2018 წელს 2,6% შეადგინა. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 7,4%-ს აღწევდა  2016 წლის ივლისის არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ რთული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად.

გასულ წელს თურქული ლირის კურსი დოლართან მიმართებაში 30%-ით დაეცა, ქვეყანაში ინფლაციის დონე 20 %-ს აღწევს.

თურქეთის ეკონომიკამ რეცესია ბოლოს 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს განიცადა.

აღსანიშნავია, რომ 31 მარტს თურქეთში ადგილობრივი არჩევნებია დანიშნული.

მსგავსი