პირლომ სიმეონე დაიცვა
პირლომ სიმეონე დაიცვა

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური რაუნდში ატლეტიკოსა და იუვენტუსს შორის გამართული დაპირისპირების შემდეგ, სკაისთან (Sky) ინტერვიუ ჩაწერა და დიეგო სიმეონეს მიერ გოლის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ჩოლოს ჟესტი იუვენტუსის საპირისპიროდ არ იყო მიმართული. მან უბრალოდ იგულისხმა, რომ მის გუნდს დიდი „ატრიბუტები“ აქვს“ – განაცხადა პირლომ, რომელიც 1997-99 წლებში, მილანის ინტერში თამაშისას, სიმეონეს თანაგუნდელი იყო.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ამისა, დიეგო სიმეონემ ბოდიში მოიხადა. აღნიშნული შეხვედრა ატლეტიკოს სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დამთავრდა.

განმეორებითი შეხვედრა ტურინში 12 მარტს გაიმართება.