პიკემ „ფულჰემისგან" შეთავაზება მიიღო
პიკემ „ფულჰემისგან" შეთავაზება მიიღო

„ბარსელონას” მცველმა ჟერარდ პიკემ, შესაძლოა, დატოვოს კატალონური კლუბი და კარიერა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს. რამდენიმე ესპანური წყაროს ცნობით, ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესებულია პრემიერლიგაში დაბრუნებული „ფულჰემი”. ლონდონურმა კლუბმა უკვე მიმართა წინადადებით 33 წლის მცველს.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნთან” 2:8 წაგების შემდეგ, პიკემ განაცხადა, რომ „ბარსელონაში” სერიოზული გარდაქმნებია საჭირო და თუ საჭირო იქნება, მზად არის დატოვოს კლუბი.

ამ სეზონში პიკემ საკლუბო დონეზე 45 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი „ბარსელონასთან” 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ესპანელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.