პიეტრო ლო მონაკო - კვარაცხელია „ნაპოლისა“ და წლის ნამდვილი ჰიტი იქნება #1TVSPORT
პიეტრო ლო მონაკო - კვარაცხელია „ნაპოლისა“ და წლის ნამდვილი ჰიტი იქნება #1TVSPORT

პიეტრო ლო მონაკომნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა – ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, რომელიც მოქმედი სპორტული მენეჯერი და ტელეკომენტატორია, იმედი გამოთქვა, რომ ქართველი თავდამსხმელი წლსი მოვლენა გახდება.

„ვინ იქნება ნამდვილი გადატრიალება „ნაპოლში“? ამ როლში კვარაცხელიას ვნახავთ – მე ამის დიდი იმედი მაქვს. ქართველი რომ აფეთქდეს, ის ნამდვილად შეიძლება გახდეს სპალეტის გუნდისთვის გადამწყვეტი მოთამაშე“, – ამის შესახებ მენეჯერმა პიეტრო ლო მონაკომ Vikonos Web Radio/Tv-თან ინტერვიუში განაცხადა.

იტალიელმა მენეჯერმა თავისი ვარიანტი დაასახელა, თუ როგორ შეიძლება გახდეს „ნაპოლის“ თავდასხმა სერია „ა“-ში საუკეთესო.

„მე შევწირავდი ზელინსკის და ჩამოვიყვანდი ჯოვანი ლო ჩელსოს. კვარაცხელიასთან ერთად სამკუთხედს შევქმნიდი ჯოვანი სიმეონესთან ან ჯაკომო რასპადორისთან ერთად. ამ შემთხვევაში, „ნაპოლის“ შეტევა ნამდვილად სრულყოფილი იქნებოდა“, – ამტკიცებს ლო მონაკო.

აღსანიშნავია, რომ იტალიელი სპორტული მენეჯერის დაასახელებული ყველა მოთამაშე საკუთარი ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებში თამაშობენ – ჯოვანი ლო ჩელსო „ტოტენჰემის“ და არგენტინის ნაკრების შემტევი ნახევარმცველია (ზაფხულამდე იჯარით „ვილიარეალში“ თამაშობდა), ჯოვანი სიმეონე „ვერონას“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელია (დიეგო სიმეონეს შვილი), ხოლო ჯაკომო რასპადორისასუოლოსა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდია.