პენტაგონი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით დიმიტრი პესკოვის განცხადებას სახიფათოს უწოდებს
პენტაგონი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით დიმიტრი პესკოვის განცხადებას სახიფათოს უწოდებს

„ბიბისის“ ცნობით, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას სახიფათოს უწოდებენ პენტაგონში. პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის თქმით, ეს არ არის ის, როგორც პასუხისმგებლობიანი ბირთვული ძალა უნდა მოქმედებდეს.

ამასთან, ჯონ კირბის თქმით, პენტაგონს ამ დრომდე არ დაუფიქსირებია არაფერი ისეთი, რაც აშშ-ს სტრატეგიული შემაკავებელი პოზიციების შეცვლისკენ უბიძგებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში რამდენიმეჯერ აარიდა თავი პასუხს შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას. წამყვანის, ქრისტიან ამანპურის შეკითხვაზე, რა შემთხვევაში აამოქმედებს პუტინი ბირთვულ არსენალს, პესკოვის პასუხი ასეთი იყო: „იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება“.