პელეგრინი - „იუნაიტედთან“ საპასუხო მატჩში „რომას“ ეპიკურ „ქამბექს“ დაელოდეთ #1TVSPORT
პელეგრინი - „იუნაიტედთან“ საპასუხო მატჩში „რომას“ ეპიკურ „ქამბექს“ დაელოდეთ #1TVSPORT

რომაელთა კაპიტანი „იუნაიტედთან“ განცდილი გამანაგდურებელი მარცხის შემდეგ იმედს არ კარგავს და საპასუხო მატჩში მისი გუნდის ეპიკურ „ქამბექს“ აანონსებს. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის 1/2 ფინალში „რომა“ „იუნაიტედს“ მანჩესტერში ესტუმრა და უხვგოლიან მატჩში 6:2 დამარცხდა.

„ჩვენ კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, – მოჰყავს „რომას“ კაპიტნის, ლორენცო პელეგრინის სიტყვები უეფა-ს პრესსამსახურს. – ნამდვილად არ ვიცით, რა მოხდა მეორე ტაიმში. დაელოდეთ ჩვენს ეპიკურ „ქამბექს“ საპასუხო მატჩში, შევეცდებით, რომ ეს მოხდეს“.

„რომასა“ და „იუნაიტედს“ შორის საპასუხო შეხვედრა 6 მაისს რომში გაიმართება.