პაუ გასოლმა „სან ანტონიო“ დატოვა და „მილუოკიში“ ითამაშებს
პაუ გასოლმა „სან ანტონიო“ დატოვა და „მილუოკიში“ ითამაშებს

ესპანელი ვეტერანი ცენტრი პაუ გასოლი „სან ანტონიოს“ კონტრაქტის გამოსყიდვაზე მოელაპარაკა. შესაბამისად, 38 წლის ესპანელი შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდა, – იტყობინება ტექსასური კლუბის პრესსამსახური.

როგორც „ი-ეს-პი-ენის“ (ESPN) მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი წერს, თითქმის გადაწყვეტილია, რომ გასოლი რამდენიმე დღეში „მილუოკიში“ გააგრძელებს კარიერას.

ამ სეზონზე ესპანელმა 27 მატჩი ჩაატარა „სან ანტონიოს“ რიგებში. ფორვარდი საშუალოდ 4.2 ქულას, 4.7 მოხსნასა და 1.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა 12.2 წუთის განმავლობაში.

გასოლი ტექსასურ კლუბში 2016 წლიდან გამოდიოდა. მანამდე ის „ჩიკაგოში“, „ლეიკერსსა“ და „მემფისში“ თამაშობდა.

„სან ანტონიო“ მერვე ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში, „მილუოკი“ სათავეში უდგას აღმოსავლეთ კონფერენციას.

დატოვე კომენტარი