პატრულმა სამი „შმაქსი“ დააჯარიმა
პატრულმა სამი „შმაქსი“ დააჯარიმა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციამ „შმაქსის“ სამი მძღოლი დააჯარიმა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, დაჯარიმებული მძღოლებიდან, რომლებსაც მგზავრები საფასურის გადახდის სანაცვლოდ გადაჰყავდათ, ორს ტაქსის ლიცენზია არ გააჩნდა, ერთს კი ტაქსისთვის განკუთვნილ ფერთან შეუსაბამო ავტომობილი ჰყავდა.

ახალი კომპანია „შმაქსი“ პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ დააფუძნა. როგორც პარტიაში აცხადებენ, „შმაქსი“ ტაქსებზე რეგულაციების საპასუხოდ დაფუძნდა.