პატრიკ ვიეირა - ვეჭვობ, იტალიამ ბოლომდე გაიაროს მთელი გზა #1TVSPORT
პატრიკ ვიეირა - ვეჭვობ, იტალიამ ბოლომდე გაიაროს მთელი გზა #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრებისა და „ინტერის“ ყოფილმა ნახევარმცველმა პატრიკ ვიეირამ აზრი გამოთქვა ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრების თამაშის შესახებ.

„ვფიქრობ, იტალიელებს პირველი ორი მატჩი მარტივი ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ყველა მეტოქე უნდა დაამარცხო, რომელიც შენს წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ მე ჯერ კიდევ ვეჭვობ, რომ ამ გუნდს შეუძლია ბოლომდე მთელი გზის გავლა.

მიმაჩნია, რომ იტალიელები არასაკმარისად ინტენსიურად, მძლავრად და სწრაფად თამაშობენ, არც ისე მწვავეები არიან შეტევაში. ასე რომ, უნდა მოვიცადოთ. ჯერ ძალიან ადრეა განვიხილოთ იტალია ტურნირზე გამარჯვების მთავარ პრეტენდენტად“, – განაცხადა ვიეირამ ITV Football-ის ეთერში.

დატოვე კომენტარი