პატარა ძალოსნები ბაქოში, ზირვეს საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრნენ

16:41, 04.05.2019

პატარა ძალოსნები ბაქოში, ზირვეს საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრნენ. აზერბაიჯანში გუნდის მწვრთნელმა თემურ ჯანჯღავამ ორი გოგონა და ორი ბიჭი წაიყვანა.

მარიამ მურღვლიანი (61 კგ.) , მარიამ მაისურაძე (49 კგ.), ლევან ოჩიგავა (55 კგ.) და არჩილ ოქროპირიძე (49 კგ.) ასპარეზობაზე ძალებს 5-6 მაისს მოსინჯავენ.

თემურ ჯანჯღავას განცხადებით, ოთხივე ძალოსანი პერსპექტიულია და შეჯიბრზე დიდ გამოცდილებას შეიძენს. არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანმა მედალიც მოიპოვოს.

ძალოსნები ბაქოში ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ სირბილაშვილმა გააცილეს.


წყარო – საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

მსგავსი