პარტიამ „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ გუნდის პრეზენტაცია გამართა
პარტიამ „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ გუნდის პრეზენტაცია გამართა

პოლიტიკურმა პარტიამ „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ილიას ბაღში პარტიული გუნდის პრეზენტაცია გამართა.

პარტიის ლიდერმა, ანა დოლიძემ საზოგადოებას გუნდის ახალი წევრებიც წარუდგინა. საარჩევნო სიის პირველ ნომრად ალექსანდრე რატიშვილი დასახელდა. ანა დოლიძის თქმით, მის გუნდში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდნენ. პარტიის საარჩევნო ნომერია 48.

პარტიაში აცხადებენ, რომ მათი დევიზია „საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას აქვს აზრი“. პარტიის თავმჯდომარის, ანა დოლიძის განცხადებით, მათი მთავარი ფასეულობა სოციალური თანასწორობაა.

„საზოგადოებას წარვუდგინეთ გუნდი, ადამიანები, რომლებიც არიან სუფთა, კომპეტენტური, მებრძოლი და რაც მთავარია, განწყობილი იმისთვის, რომ ფეხზე დააყენონ ეს ქვეყანა. დღეს წარვადგინეთ პარტია „ხალხისთვის“ ძირითადი შემადგენლობა, ის ბირთვი, რომლისგანაც შედგება პარტია და რომელსაც აქვს ამბიცია, რომ მიხედოს ამ ქვეყანას – იმ მაჩანჩალობიდან, სადაც ვართ დღეს, დავიწყოთ ყველაზე მაგარი ქვეყნის მშენებლობა. ამ სუფთა, კომპეტენტურ და მებრძოლ ხალხს შეუძლია, ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.