პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ. მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არის დაგეგმილი, რომელიც 09:30 საათზეა ჩანიშნული.

კომიტეტის სხდომაზე ნინო ქადაგიძის მოსმენის გარდა საქართველოს კანონმდებლობასთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა მოხდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ დაესწრებიან, რომლებიც პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურას, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, კანდიდატურის კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე მოხდება.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურის თაობაზე კენჭისყრა სავარაუდოდ მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე მოხდება. მას თანამდებობაზე ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.