პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა სიმღერა „მიშა მაგარია“ ჩართეს [ვიდეო]

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, რომელიც „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა სამშენებლო ნაგვით ჩახერგეს, სიმღერა „მიშა მაგარია“ ჩართეს.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ნარჩენები იქვე, ერთ-ერთი შენობიდან იყო გამოტანილი, რომელიც შესაბამისმა სამსახურებმა არ გაიტანეს.

ამასთან, დღეს აქციის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყეს.