პარლამენტის უკანა შესასვლელი „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა სამშენებლო ნაგვით ჩახერგეს
პარლამენტის უკანა შესასვლელი „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა სამშენებლო ნაგვით ჩახერგეს

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებულ ქუჩაზე ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა სამშენებლო ნაგავი მიიტანეს.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ნარჩენები იქვე, ერთ-ერთი შენობიდან იყო გამოტანილი, რომელიც შესაბამისმა სამსახურებმა არ გაიტანეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, გიორგი ვაშაძემ მის თანამოაზრეებს მიუთითა, აღნიშნულ ნაგავს არ უწოდონ სიტყვა „ბარიკადი“. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს არის „უბრალოდ, კალაძის ნაგავი“.

ამასთან, დღეს აქციის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყეს.

დატოვე კომენტარი