პარიზის დიდი სლემი -90 კგ - ღვინიაშვილმა მეოთხედფინალიც ვადამდე მოიგო
პარიზის დიდი სლემი -90 კგ - ღვინიაშვილმა მეოთხედფინალიც ვადამდე მოიგო

პირველ ორ შეხვედრაში იპონებით გამარჯვების შემდეგ, მიმდინარე პარიზულ დიდ მუზარადზე ტრადიცია არც მეოთხედფინალში დაარღვია ბექა ღვინიაშვილმა. მან ამჯერად გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვადამდე დაამარცხა.

შეხვედრის დაწყებიდან ორ წუთში ბექამ მეტოქეს ვაზარი აუღო, რასაც, ძირითადი დროის დასრულებამდე 50 წამით ადრე, თავისი საფირმო კისრულიც მოაყოლა და ოქროს მედალსაც კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ფინალში გასასვლელად ღვინიაშვილი იაპონელ კენტა ნაგასავას უნდა დაუპირისპირდეს. მეორე ნახევარფინალში კიდევ ერთ იაპონელი – მუკაი ტიტულოვან სამხრეთ კორეელ გვაკს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ამავე წონაში უშანგი მარგიანი ასპარეზობას უკვე გამოეთიშა.

დატოვე კომენტარი