პარიზის დიდი სლემი - 90 კგ ღვინიაშვილის გამარჯვება და მარგიანის მარცხი
პარიზის დიდი სლემი - 90 კგ ღვინიაშვილის გამარჯვება და მარგიანის მარცხი

პარიზის დიდი სლემზე 90 კგ. წონით კატეგორიაში ორივე ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო, მედლისთვის ბრძოლას კი სამწუხაროდ მხოლოდ ერთი აგრძელებს.

ბექა ღვინიაშვილი წონაში პირველ ნომრად იყო განთესილი და პირველ წრეში დასვენება მოუწია მეთექვსმეტედფნალში კი აზერბაიჯანელ – აბდულაჰ რასულუს შეხვდა. უკვე ძიუდოს ვარსკვლავად ქცეულმა ქართველმა ფალავანმა, მეტოქეს დავიდანვე შეუტია და წუთნახევარში შიდოც მიაღებინა. უკვე მორიგ შეტევაში კი ბექამ რასეულუ შებოჭვაზე დაიჭირა და ვადამდელი გამარჯვებაც მოიპოვა. მერვედფინალში ღვინიაშვილის მეტოქე სამხრეთ კორეელი – ჯეონგ ლი იქნება.

რაც შეეხება უშანგი მარგიანს, მან არაბთა გაერთიანებული ემირატების წარმომადგენლის – მიჰაი მარჩიტანის ბარიერი ვერ დაძლია. შეხვედრის დასაწყისში, მარგიანმა შიდო მიიღო, წუთსა და ათ წამში კი იპონზე დავარდა და ტურნირს გამოეთიშა.