პარიზი 2024 - ოლიმპიადის ორგანიზატორები ბრეიკ-დანსის ოლიმპიურ სპორტად გამოცხადებას ითხოვენ
პარიზი 2024 - ოლიმპიადის ორგანიზატორები ბრეიკ-დანსის ოლიმპიურ სპორტად გამოცხადებას ითხოვენ

2024 წლის პარიზის ზაფხულის თამაშების ორგანიზატორები აპირებენ, წინადადებით მიმართონ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რომ ბრეიკ-დანსი ოლიმპიურ სპორტის სახეობად გამოცხადდეს.

რამდენიმე ხნის წინ, ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე თქვა უარი ისეთი სპორტის სახეობების ოლიმპიურად გამოცხადებაზე, როგორებიცაა სკვოში, ბილიარდის სახეობები და ჭადრაკი, თუმცა 2020 წელს, ტოკიოს თამაშებზე, სერფინგის, კლდეზე ცოცვისა და სკეიტ-ბორდინგის დებიუტი შედგება.

რაც შეეხება ბრეიკ-დანსს, ის 2018 წლის ბუენოს-აირესის ახალგაზრდულ თამაშებში იქნა შეტანილი.

საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ოლიმპიური კომიტეტი 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადებს.