„პარი სენ-ჟერმენმა“ სერხიო რიკო გამოისყიდა
„პარი სენ-ჟერმენმა“ სერხიო რიკო გამოისყიდა

ფრანგულმა კლუბმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ესპანური „სევილიისგან“ მეკარე სერხიო რიკო გამოისყიდა.

27 წლის ესპანელი, რომელიც ფრანგულ გრანდში 2109/2020 წლების სეზონში იჯარის წესით ასპარეზობდა,„პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. პორტალ „ტრანსფერმარკტის“ (Transfermarkt.com) ცნობით, კლუბმა ფეხბურთელში ექვსი მილიონი ევრო გადაიხადა.

2019/2020 წლების სეზონში სერხიო რიკომ ფრანგული გუნდის შემადგენლობაში 10 შეხვედრა ჩაატარა და ექვსი გოლი გაუშვა.