პარი სენ-ჟერმენმა მენიეც დაკარგა

11:22, 11.02.2019

პარი სენ-ჟერმენმა დაადასტურა, რომ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ, ნეიმარისა და ედინსონ კავანის გარდა, ვერც ტომას მენიე ითამაშებს.

ბრაზილიელი ვარსკვლავი გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება – ურუგვაელმა ფეხბურთელმა ტრავმა საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ბორდოს წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო, მენიეს კი, მოწინააღმდეგესთან შეჯახების შემდეგ, ტვინის შერყევა დაუდგინდა.

„ტომასს ნევროლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა და ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინდა. მოედანზე იგი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ვერ გავა“, – ნათქვამია პარიზული გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წრის პირველი მატჩი მანჩესტერ იუნაიტედსა და პარი სენ-ჟერმენს შორის ხვალ, 12 თებერვალს, ოლდ ტრაფორდზე გაიმართება.

მსგავსი