„პარი სენ-ჟერმენმა“ „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ „ალიანც არენაზე“ ივარჯიშა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ „ინტერთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის ფინალური მატჩის წინ მიუნხენის „ალიანც არენაზე“ ივარჯიშა.
ლუის ენრიკეს განკარგულებაში 22 ფეხბურთელია. აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ დისკვალიფიცირებული და ტრავმირებული გუნდის წევრი არ ჰყავს და ფინალისთვის ყველა მოთამაშე მწყობრშია, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერის“ მატჩი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.