„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენმა“ 2024/2025 წლის სეზონის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა.

„ინტერის“ წინააღმდეგ შეხვედრაში ფრანგული გუნდის განაცხადში 22 ფეხბურთელი იქნება, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია.

„პარი სენ-ჟერმენის“ განაცხადი:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა, მატვეი საფონოვი, არნო ტენასი

მცველები: აშრაფ ჰაკიმი, პრესნელ კიმპემბე, მარკინიოსი, ლუკა ერნანდესი, ნუნუ მენდეში, ლუკას ბერალდო, უილიამ პაჩო

ნახევარმცველები: ფაბიან რუისი, ვიტინია, სენი მაიულუ, ვორენ ზაირ-ემერი, ჟოაო ნევეში

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, გონსალო რამოში, უსმან დემბელე, დეზირე დუე, ლი კანგ-ინ, ბრედლი ბარკოლა, იბრაჰიმ მბაიე

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერის“ მატჩი მიუნხენში 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.