„პარი სენ-ჟერმენმა“ ბოლო შვიდ წელიწადში მეექვსედ მოიგო საფრანგეთის თასი [ვიდეო] #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ ბოლო შვიდ წელიწადში მეექვსედ მოიგო საფრანგეთის თასი [ვიდეო] #1TVSPORT

„სტად დე ფრანსზე“ გაიმართა საფრანგეთის თასის ფინალი, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენმა“ 2:0 დაამარცხა „მონაკო“.

ნეიმარის გარეშე მოთამაშე პარიზელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ორივეში მონაწილეობა მიიღო კილიან მბაპემ. მე-17 წუთზე მისი გადაცემით ანგარიში მაურო იკარდიმ გახსნა. 81-ე წუთზე მბაპემ დი მარიას პასით გაიტანა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ბოლო შვიდ წელიწადში მეექვსედ და ჯამში მეთოთხმეტედ მოიგო საფრანგეთის თასი, რაც რეკორდია.