„პარი სენ-ჟერმენი“ პოგბას დამატებას შემდეგ სეზონში უფასოდ შეეცდება #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ პოგბას დამატებას შემდეგ სეზონში უფასოდ შეეცდება #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ ფრანგ ნახევარმცველს, პოლ პოგბას კვირაში 600 ათასს ევროს სთავაზობს. როგორც independent იუწყება, პარიზელები 28 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის ამოწურვას ელოდებიან, რომ შემდეგ კიდევ ერთი დიდი ტრანსფერი განახორციელონ.

პოგბას ხელშეკრულება „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2022 წლის ზაფხულში იწურება და არაერთი წყაროს ცნობით, მას ინგლისური კლუბის დატოვება სურს. სავარაუნდო კანდიდატებად მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონაც“ სახელდებიან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მათ ფინანსურ მდგომარეობას და ლა ლიგის რეგულაციებს პსჟ-ს პოგბას დამატების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

ზუსტად იგივე იყო ვაინალდუმის შემთხვევაშიც. არაერთი გამოცემის ინფორმაციით, ფრანგულმა კლუბმა ნიდერლანდელ ნახევარმცველს „ბარსელონაზე“ სამჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა.

პოლ პოგბამ კი ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. „ოლდ ტრაფორდზე“ გამართულ შეხვედრაში მანჩესტერელებმა „ლიდს იუნაიტედი“ 5:1 გაანადგურეს. ფრანგმა ნახევარმცველმა ამ შეხვედრაში 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.