ფერნანდეშის ჰეთ-თრიკით და პოგბას ოთხი პასით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლიდსი“ 5:1 გაანადგურა [ვიდეო] #1TVSPORT
ფერნანდეშის ჰეთ-თრიკით და პოგბას ოთხი პასით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლიდსი“ 5:1 გაანადგურა [ვიდეო] #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დიდი ანგარიშით მოგებით დაიწყო პრემიერლიგის ახალი გათამაშება. ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდმა შინ 5:1 გაანადგურა „ლიდსი“.

მატჩის გმირები გახდნენ ბრუნო ფერნანდეში და პოლ პოგბა. პორტუგალიელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ფრანგს კი ოთხი შედეგიანი პასი ჰქონდა.

კიდევ ორი გოლი მანჩესტერელთა მხრიდან მეისონ გრინვუდმა და ფრედმა გაიტანეს, „ლიდსიდან“ თავი გამოიჩინა ლუკ ეილინგმა.

ახალი სეზონის სასტარტო მატჩში პოგბამ უკვე გააუმჯობესა თავისი შარშანდელი შედეგი საგოლე გადაცემებით – მხოლოდ სამი პასი 26 მატჩში. ის გახდა პრემიერლიგის ისტორიაში მეშვიდე და „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი მოთამაშე, ვინც ერთ შეხვედრაში ოთხი საგოლე პასი მიითვალა.