დიდ ბრიტანეთში გამართული უორიკის 2021 წლის გრანპრის გათამაშება, საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა წარმატებით დაასრულა.
რევაზ ჩიკოიძემ (+100კგ) ფინალში კუბელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ჩემპიონი გახდა, ინა ქალდანმა (70კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, აღნიშნულ ტურნირზე, 19 ივნისს, პარაძიუდოისტები – ზურაბ ზურაბიანი (60კგ) და გიორგი ქალდანი (73 კგ) ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.
პარაძიუდოს საქართველოს ნაკრები გუნდი, დიდი ბრიტანეთის გრანპრიდან, სამშობლოში სამი ოქროს, ერთი ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.

საქართველოს პარალიმპური კომიტეტის პრესსამსახური