პარაძალოსნობა | თემო დადიანმა თბილისის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე პარაძალოსნობის მსოფლიო თასის მეორე დღეს თემო დადიანმა (72 კგ) სამი მისვლის ჯამში 380 კგ. ასწია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველის ეს მედალი შეჯიბრზე ჩვენი ნაკრებისთვის მეოთხეა – მსოფლიო თასზე მირანდა გიგაშვილმა ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა, ხოლო თამარ ჩალათაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე სხვადასხვა წონით კატეგორიაში 28 წარმომადგენელი ჰყავს – 20 ვაჟი და 8 ქალი.
მსოფლიო თასის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია.