პაპუნაშვილი „აპოლონს“ დაუბრუნდა - ქართველს მწვავე ანგინა ჰქონდა #1TVSPORT
პაპუნაშვილი „აპოლონს“ დაუბრუნდა - ქართველს მწვავე ანგინა ჰქონდა #1TVSPORT

გიორგი პაპუნაშვილი „აპოლონს“ დაბრუნდა და მცირეხნიანი ავადმყოფობის შემდეგ გუნდის სასწავლო ცენტრში ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო.  

კვიპროსული მედია ვარაუდობდა, რომ 25 წლის ქართველი შემტევი მზად იქნებოდა 4 მაისის მატჩში, რომელშიც „აპოლონი“ შინ, ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა 2:2 დაასრულა.

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ლიმასოლის გუნდის ქართველი შემტევი ჯერ ფორმაში არ არის, რისი მიზეზიც თითქმის ორკვირიანი ავადმყოფობა იყო. საქმე ისაა, რომ 18 აპრილს, აელ-თან მატჩის დროს გიორგი პაპუნაშვილი ცუდად გახდა.

26 წლის ფეხბურთელმა მატჩის დაწყებამდე, მოთელვისას თავი ძალიან ცუდად იგრძნო და მოედანი დაუყოვნებლად დატოვა. გიორგი სასწრაფოდ გადაიყვანეს კერძო კლინიკაში, სადაც მან გაიარა აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევა და დიაგნოზი დაუსვეს – მწვავე ტონზილიტი (მწვავე, ქრონიკული, ანგინა).

გიორგი საავადმყოფოში დარჩა და მისი მდგომარეობა ყოველდღიურად კონტროლდებოდა. მკურნალობის შემდეგ პაპუნაშვილმა ვარჯიში 29 აპრილს განაახლა, ლიმასოლის „აპოლონს“ კი სავარაუდოდ, 10 მაისს ნიქოზიასომონიასთან“ ბოლო ტურის შეხვედრაში თუ დაეხმარება.

გიორგი პაპუნაშვილი კვიპროსულ კლუბში თებერვალში სარაგოსას „რეალიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში რვა მატჩი ჩაატარა და ჯერ გოლი არ გაუტანია.