პაპავამ „დინამოს“ ფორმით მე-100 მატჩი ჩაატარა - საიუბილეო შეხვედრა უიღბლო გამოდგა #1TVSPORT
პაპავამ „დინამოს“ ფორმით მე-100 მატჩი ჩაატარა - საიუბილეო შეხვედრა უიღბლო გამოდგა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ფორმით გიორგი პაპავამ საიუბილეო, მე-100 მატჩი ჩაატარა. მას ეროვნული ლიგის მესამე ტურში ბათუმის „დინამოსთან“ მატჩამდე გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

მაგრამ „დინამოს“ კაპიტნისთვის ეს მატჩი უიღბლო გამოდგა. ბათუმის „დინამოსთან“ მატჩის 33-ე წუთზე პაპავა დაშავდა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. თუმცა, გიორგის მძიმე ტრავმა არ აქვს – მას კუნთი დაეჭიმა და სავარაუდოდ, მოედანს მალე დაუბრუნდება.

გიორგი პაპავა 28 წლისაა. კარიერა 2011 წელს „დინამო თბილისში“ დაიწყო, რომელის ფორმითაც 2014 წლამდე თამაშობდა. 2015 წელს კვიპროსში გადავიდა და ფამაგუსტას „ნეა სალამინაში“ ჩაირიცხა. იმავე წელს გორის „დილაში“ გადავიდა და კლუბში სამი წელი თამაშობდა. 2018 წელს „რუსთავში“ მიიწვიეს, საიდანაც 2019 წელს ისევ „დინამოში“ დაბრუნდა – ამჟამად ის კლუბის კაპიტანია.

გიორგი პაპავას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 2014 წლიდან ეროვნულ ნაკრებშიც იწვევდნენ, რომლის ფორმაც სამჯერ მოირგო.