„პანათინაიკოსმა“ მოგება გაიხსენა - „რეალის“ რთული გამარჯვება თურქეთში
„პანათინაიკოსმა“ მოგება გაიხსენა - „რეალის“ რთული გამარჯვება თურქეთში

საკალათბურთო „ევროლიგაზე“ 21-ე ტური, გუშინ ოთხი შეხვედრით დასრულდა. ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, დამაჯრებელ გამარჯვებას მიაღწია „პანათინაიკოსმა“. ათენელბმა საკუთარ „ოაკას“ დარბაზში, სტამბოლის „ეფესი“ 88:75 დაამარცხეს. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი, ნიკ კალატესი იყო. ბერძენმა უკანახაზელმა ბრწყინვალე სტატისტიკა დადო – 20 ქულა, 13 პასი და 8 მოხსნა. სტუმართა შორის, როდიგ ბობუა გამოირჩა. ფრანგმა გამთამაშებელმა, 15 ქულა გააკეთა. „პაო“ ჯერჯერობით პლეი-ოფის ზონაში არ იმყოფება. ბერძნული გრანდი, მომდევნო ტურში, გათამაშების ლიდერს, თურქულს „ფენერბახჩეს“ სტამბოლში დაუპირისპირდება.

საკმაოდ გაუჭირდა მადრიდის „რეალს“ ლიგის აუტსაიდერის, „დარუშაფაკას“ დამარცხება. მოქმედმა ჩემპიონმა, პირველ ტაიმში მოპოვებული სოლიდური ჰანდიკაპი, კინაღამ გაანიავა. სტამბოლელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა გაცილებით ძლიერ და ტიტულოვან კლუბთან, სენსაციის დაფიქსირება მაინც ვერ შესძლეს. საბოლოოდ 86:82 „რეალის“ სასარგებლოდ. მადირდელებს, კვლავ ენტონი რენდოლფმა ულიდერა. სლოვენიის ნაკრების, ამერიკელი მძიმე ფორვარდის ანაგრიშზე 15 ქულა და 5 მოხსნა დაფიქსირდა. მადრიდული კლუბი, 17 მოგებით და 4 მარცხით, მეორე ადგილზე იმყოფება. პაბლო ლასოს გუნდი, 22-ე ტურში, მსოკოვში, ადგილობრივ „ცსკა“-ს შეხვდება.

გუშინვე, კანარის კუნძულებზე, ადგილობრივმა „გრან კანარიამ“ ოვერტაიმში მილანის „ოლიმპიასთან“ 104:106 წააგო.