„პანათინაიკოსი“ პლეი-ოფისთვის იბრძვის - „რეალმა“ „ბაიერნს“ მოუგო [ვიდეო]
„პანათინაიკოსი“ პლეი-ოფისთვის იბრძვის - „რეალმა“ „ბაიერნს“ მოუგო [ვიდეო]

საკალათბურთო „ევროლიგაზე“ 23-ე ტური, ოთხი მატჩით დასრულდა. „პანათინაიკოსი“ პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის. ათენურმა კლუბმა, საკუთარ „ოაკას“ დარბაზში, რუსული „ხიმკი“ მიიღო და ანგარიშით 94:85 დაამარცხა. ალექსეი შვედის გარეშე მოასპარეზე სტუმართა გუნდმა, ევროპული კალათბურთის გრანდს, სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მასპინძლები თავიდანვე სოლიდური სხვაობით დაწინაურდნენ. შესანიშნავი თამაში ჩაატარა, დეშუან ტომასმა, რომლის ანგარიშზეც 25 ქულა და 6 მოხსნა დაფიქსირდა. ორმაგი დუბლით გამოირჩა ნიკა კალატესი. „პაოს“ გამთამაშებელმა, 13 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ამ გამარჯვების შემდეგ, „პანათინაიკოსს“ 10 მოგება და 13 წაგება აქვს. „მწვანეები“ ჯერჯერობით, 11-ე ადგილზე იმყოფებიან და მომდევნო ტურში, „გრან კანარიას“ სტუმრად შეხვდებიან.

დაგეგმილ გამარჯვებას მიაღწია მადრიდის „რეალმა“ მომქედმა ჩემპიონმა, საკუთარ დარბაზში, მიუნჰენის „ბაიერნი“, დამაჯერებელი სხვაობით, ანგარიშთ – 91:78 დაამარცხა. მადრიდელებს სერხიო ლიულმა ულიდერა 15 ქულით და 7 პასით. სტუმართა შორის, 14 ქულა მოიპოვა დანილო ბარტჰელმა. „რეალი“ სატურნირო ცხრილში, კვლავ მესამეა. მიუნჰენური კლუბი მეცხრე ადგილზე იმყოფება.

24-ე ტურის შეხვედრები, 28 თებერვალს და 1 მარტს გაიმართება

დარუშაფაკა-ფენერბაჰჩე 75:97
ჟალგირისი-ბუდუჩნოსტი 84:76