პაატა მანჯგალაძე - არ უნდა დავიწყოთ გულზე მჯიღის ცემა, მანდატის დატოვება უნდა იყოს კომპლექსური საკითხი, ჯერ დავფიქრდეთ, შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები და არა პირიქით
პაატა მანჯგალაძე - არ უნდა დავიწყოთ გულზე მჯიღის ცემა, მანდატის დატოვება უნდა იყოს კომპლექსური საკითხი, ჯერ დავფიქრდეთ, შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები და არა პირიქით

არ უნდა დავიწყოთ გულზე მჯიღის ცემა, მანდატის დატოვება უნდა იყოს კომპლექსური საკითხი, ჯერ დავფიქრდეთ, შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები და არა პირიქით, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მხარს დაუჭერდა მანდატის დატოვებას, თუ ის  მოემსახურება დემოკრატიის მეტ ინტერესს.

​„მანდატის დატოვების საკითხი დაკავშირებულია იმ სტრატეგიასთან, რასაც ოპოზიცია ერთმანეთს შევთავაზებთ. არ უნდა დავიწყოთ ხელების ბრაგუნი და გულზე მჯიღის ცემა. ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ, ეს უნდა იყოს კომპლექსური საკითხი. ჯერ უნდა დავფიქრდეთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები და არა პირიქით. უფრო მეტი კოორდინაცია უნდა იყოს ოპოზიციაში გადაწყვეტილებების მიღებისას.

მანდატი არ არის თვითმიზანი, ჩვენ ვართ ხალხის სამსახურში და თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ მანდატის დატოვება მოემსახურება დემოკრატიის მეტ ინტერესს და სამოქალაქო დაპირისპირებას აგვაცილებს, მხარს დავუჭერდი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.