პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური პიარის ნაწილია
პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური პიარის ნაწილია

ოპოზიციონერი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის მოსაზრებით, საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური პიარის ნაწილია. როგორც ჟურნალისტებს მანჯგალაძემ განუცხადა, ყველა ცდილობს, მეგის ქარდავას გაემიჯნოს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“.

„ამ ადამიანთან არანაირი შეხება არ მქონია და არ ვიცი, რას აკეთებდა, ეს სამართლიანმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ამ თემის აქტუალიზაცია პოლიტიკური პიარი მგონია. ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო რომ იყოს, ვიტყოდი, გაასამართლებს-თქო. მის საქმეს არ ვიცნობ და მის შესახებ ბევრი მითი უფრო მეტი გამიგია, ვიდრე რეალობა. კარგია, გაასაჩივროს და თავისი სიმართლე დაამტკიცოს. მითი გამიგია, რომ ადამიანს ჭამდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ 11 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინიდან საქართველოში მისი ექსტრადირება დაჩქარებულად იგეგმება. მისი ადვოკატი ვარაუდობს, რომ მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება ორი კვირის განმავლობაში განხორციელდება.