ოთხწლიანი პაუზის შემდეგ სერია „ა“​-ში ქართველი ითამაშებს - იტალიური მედიის მტკიცებით, კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იქნება #1TVSPORT
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ სერია „ა“​-ში ქართველი ითამაშებს - იტალიური მედიის მტკიცებით, კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იქნება #1TVSPORT

დღეს, იტალიის სერია „ა“-ში სეზონის პირველ მატჩს გამართავს „ნაპოლი“ და დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იქნება.

მსოფლიოს ტოპ-5 ლიგიდან ერთ-ერთ საუკეთესოში ქართველი ფეხბურთელი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს. ბოლოს იტალიის ჩემპიონატში ლევან მჭედლიძე 2018 წლის 25 ნოემბერს „ემპოლის“ ფორმით „ატალანტას“ წინააღმდეგ გამოჩნდა – მას შემდეგ ჩვენს მოთამაშეებს იტალიის ელიტარულ კლუბებში აღარ იწვევდნენ.

წელს სერია „ა“-ში ერთდროულად ორი ქართველი ფეხბურთელი გადავიდა – ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, ლუკა ლოჩოშვილიკრემონეზეში“ მიიწვიეს, რომლის გუნდმაც გუშინ სადებიუტო შეხვედრა „ფიორენტინასთან“ წააგო. მაგრამ ტრანსფერის იურიდიული დეტალების მოგვარებამდე, ლოჩოშვილს არ უთამაშია.

კვარაცხელია კი, იტალიური მედიის მტკიცებით (მათ შორის იყო ავტორიტეტული goal.com) „ვერონასთან“ გასვლით მატჩში „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

goal.com წერს:

„ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში სპალეტი მოედანზე შეუშვებს კიმს და კვარაცხელიას. ნეაპოლელები შეეცდებიან უპასუხონ ყველა იმ გუნდს, რომელთაც ქაღალდზე განზრახული აქვთ იბრძოლონ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილებისთვის. „ვერონა“ სავარაუდოდ, 3-5-2 სათამაშო სქემას გამოიყენებს, ლუჩიანო სპალეტი კი დაეყრდნობა 4-3-3 სისტემას, სადაც შეტევის ფლანგებზე ლოსანო და კვარაცხელია იქნებიან, შემტევ სამკუთხედს კი ოსიმენი შეკრავს“.

„ნაპოლის“ სავარაუდო შემადგენლობა(4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი; ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი; ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია.