ოთხი ქართველი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ – ბათუმის „დინამო“ შეკრებაზე „როტორს“ შეხვდება

01:38, 14.02.2021

ვოლგოგრადის „როტორი“, სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, თურქეთში მესამე შეკრების გასავლელად გაემგზავრა და საკონტროლო მატჩებიც დაგეგმა.

რუსეთში სეზონის განახლებამდე ეს გუნდისთვის მზადების ბოლო ეტაპია. ვოლგოგრადის გუნდი ბელეკში 15-დან 24 თებერვლამდე დარჩება – ამ პერიოდში თურქეთში ალექსანდ ხაცკევიჩის შეგირდები კიდევ ოთხ ტესტ-მატჩს ჩაატარებენ.

პირველი თამაში დაგეგმილია 16 თებერვალს, ვოლგოგრადელთა მეტოქე საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ იქნება. ასევე, გუნდი შეხვდება ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინს“ (18 თებერვალი), ბელორუსულ „ტორპედო-ბელაზს“ (20 თებერვალი) და ყაზახეთის „კაირატს” (23 თებერვალი).

ბათუმის „დინამოს“ მეტოქე, რუსეთის პრემიერლიგის ვოლგოგრადის „როტორში“ ოთხი ქართველი თამაშობს – საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა ყიფიანი და გიორგი არაბიძე. გარდა ამისა, ვოლგოგრადელთა შემადგენლობაში ბათუმის „დინამოდან“ იჯარით გადასუკლი ჯოვინო ფლამარიონი თამაშობს, რომელმაც ბოლო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა.

მსგავსი