ოთხი ქართველი ფალავანი ნახევარფინალშია
ოთხი ქართველი ფალავანი ნახევარფინალშია

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე 23 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების 5 მოჭიდავიდან ოთხი 1/2 ფინალში გავიდა.

1/2 ფინალში ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) რუსეთის ნაკრების წევრ რადიკ ვალიევს შეხვდება. 70 კგ წონით კატეგორიაში საკლიფიკაციო ეტაპის შეხვედრა 6-4 დათმო ივერი ჯულაყიძემ სომეხ მხეიანთან.

რობერტ დინგაშვილმა (57 კგ) სლოვაკ გატიანს 11-0 და სომეხ მატევოსიანს 3-1 მოუგო. ქართველი ფალავანი, 1/2 ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ამირხან გუვაზოხოვს შეხვდება.

ივი მაჭარაშვილმა (97 კგ) შედეგით 11-0 დაჯაბნა აზერბაიჯანელი ალიხმაევი და 1/2 ფინალში თურქი იბრაჰიმ ჩიფჩის მეტოქეა.

ედემი ბოლქვაძემ (65 კგ) რუმინელი კომანი და უნგრელი აშარინი ერთნაირი ანგარიშით – 11-0 დამარცხა და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეხვედრაში მაკედონიელ ფატი ვეისელის შეხვდება.

1/2 ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 20:15 საათიდან დაიწყება.