ოთარ კახიძე - არ შეიძლება, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება დაუსრულებლად გაგრძელდეს და საგამოძიებო მოქმედებები ფრაგმენტულად ატარონ
ოთარ კახიძე - არ შეიძლება, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება დაუსრულებლად გაგრძელდეს და საგამოძიებო მოქმედებები ფრაგმენტულად ატარონ

ოპოზიციონერი დეპუტატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ორი წელია, კვლავ დაუდგენელია, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ადგილი აქვს დანაშაულს, თუ ეს იყო ლეგიტიმური სპეცოპერაცია.

ჟურნალისტებთან საუბარში ოთარ კახიძე მთავარ პროკურატურაში სუს-ის მაღალჩინოსნების დაკითხვის საკითხს გამოეხმაურა.

„თემირლან მაჩალიკაშვილი არის მოკლული და გამოძიების შედეგი ჯერ კიდევ არ გვაქვს. ამ საკითხზე ჭეშმარიტების დადგენა აუცილებელია. თუ ამას მთავარი პროკურატურა არ აკეთებს, მაშინ საქმეზე სიმართლის დადგენა თავის თავზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უნდა აიღოს, რადგან არ შეიძლება, დაუსრულებელი იყოს პროცესი და ოჯახი გამოძიებას ელოდოს.

არ შეიძლება, პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდეს და ალაგ-ალაგ საგამოძიებო მოქმედებები ფრაგმენტულად ატარონ. საჭიროა, გამოძიების ჩატარება და დასკვნის დადება“, – განაცხადა კახიძემ.

​​თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი ხელმძღვალნელი და ამჟამად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი გამოკითხა.

დატოვე კომენტარი