„ორლანდოს“ ფორვარდმა ჩატენვის დროს ვარცხნილობა შეისწორა [ვიდეო]
სახალისო ეპიზოდით აღინიშნა „ორლანდოსა“ და „დეტროიტის“ მატჩი. ერთ მომენტში „მეჯიქის“ ფორვარდმა არონ გორდონმა დაამტკიცა, რომ შეუძლია კალათბურთელისა და პარიკმახერის პროფესიების შეთავსება – მან ელეგანტურად შეისწორა ვარცხნილობა პირდაპირ ალეი-უპის დროს.
არონ გორდონი ორჯერ მონაწილეობდა ჩატენვების კონკურსში და ორივეჯერ ზაკ ლავინთან წააგო.
„ორლანდომ“ აღნიშნული შეხვედრა 96:103 დათმო.
Aaron Gordon did the ‘Mailman’ pose in mid-air! 👀🔥#PureMagic pic.twitter.com/3DLYchz6fg
— NBA on TNT (@NBAonTNT) November 8, 2018