„ორლანდომ“ სტუმრად „ნიუ იორკი“ დაამარცხა #1TVSPORT
„ორლანდომ“ სტუმრად „ნიუ იორკი“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მორიგი მატჩი სტუმრად „ნიუ იორკ ნიქსთან“ გამართა და 103:94 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი „ორლანდოს“ ძირითად ხუთეულში იყო, მოედანზე 22:18 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 6 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება შესძინა.

ფლორიდელთა რიგებში ყველაზე მეტი, 24 ქულა კოულ ენტონიმ ჩააგდო, 19 ქულით დაეხმარა თავის გუნდს ვენდელ კარტერი, ხოლო 15 ქულით – კენტავიუს კალდველ-პოუპი.

22 გამარჯვებითა და 16 მარცხით „ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში ამჟამად მეოთხე ადგილზეა.