„ორლანდო მეჯიქი“ „ფინიქს სანსთან“ დამარცხდა - გოგა ბითაძე კვლავ ფლორიდელთა ძირითად შემადგენლობაში იყო #1TVSPORT
„ორლანდო მეჯიქი“ „ფინიქს სანსთან“ დამარცხდა - გოგა ბითაძე კვლავ ფლორიდელთა ძირითად შემადგენლობაში იყო #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ სათამაშო დღეს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდა და 107:112 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი კვლავ „ორლანდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მან მოედანზე 21:59 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

„ფინიქს სანსი“ სათამაშოდ თავისი სამი ვარსკვლავით გავიდა – კევინ დურანტი, დევინ ბუკერი და ბრედლი ბილი. მათ ჯამში 77 ქულა დააგროვეს. რაც შეეხება „ორლანდოს“, ფლორიდელების რიგებში საუკეთესო 28 ქულით პაოლო ბანკერო იყო.

ამ მომენტისთვის გოგა ბითაძის „ორლანდოს“ NBA-ს რეგულარულ სეზონში 19 გამარჯვება და 13 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხეა.