ორი წითელი ბარათი, გოლი კუთხურიდან და სანახაობრივი მატჩი მარტვილში - „მერანმა“ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა
ორი წითელი ბარათი, გოლი კუთხურიდან და სანახაობრივი მატჩი მარტვილში - „მერანმა“ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა

ეროვნულ ლიგაში 2-ში გადასასვლელი პლეი ოფის განმეორებითი შეხვედრა მარტვილის „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ გაიმართა – ლიგა 2-ის ერთ-ერთმა აუტსაიდერმამერანმა“ ლიგა 3-ის ერთ-ერთ წარმატებულ გუნდს, „გორს“ უმასპინძლა და დაამარცხა.

პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა და ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდა. შეხვედრა „გორისთვის“ ცუდად დაიწყო – 31-ე წუთზე, ლევან წოწონავა მცველს გაეცა და საჯარიმოს მიუახლოვდა, როდესაც კარიდან სტუმართა მეკარე ერეკლე გულუაშვილი გამოვიდა და შემტევი წააქცია – მთავარმა არბიტრმა ის მოედნიდან გააძევა. „გორი“ 10 მოთამაშის ამარა დარჩა. ამ ეპიზოდში ვითარება ისე დაიძაბა, არბიტრმა კიდევ სამი ყვითელი ბარათი აჩვენა.

მარტვილელებმა რიცხობრივი უპირატესობით მალე ისარგებლეს და 40-ე წუთზე, წოწონავას მოწოდებული ჯარიმის შემდეგ მეტოქის კარი თავური დარტმით გაბრიელ საღრიშვილმა აიღო.

მერანმა“ მეორე ტაიმიც ჩინებულად დაიწყო – გიორგი გეგიას ფლანგური გადაცემის შემდეგ 47-ე წუთზე „გორის“ კარი მესამედ ცოტნე ფაცაციამ აიღო 2:0. თუმცა, გორელები არ მოეშვნენ და 73-ე წუთზე გორელთა კაპიტანმა გიორგი ალიმბარაშვილმა სხვაობა გასაოცარი გოლით შეამცირა – მან ბურთი კუთხურის შესრულების შემდეგ პირდაპირ კარში გაუშვა 2:1.

მაგრამ ალიმბარაშვილი 77-ე წუთზე მეტოქეს ეუხეშა, მოედნიდან გააძევეს და „გორი“ მოედანზე უკვე 9 მოთამაშით დარჩა, ანგარიშის გათანაბრება უკვე შეუძლებელი ჩანდა. მარტვილელებმა კი მესამეც გაიტანეს – მატჩის გმირმა ლევან წოწონავამ 85-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1 მარტვილის „მერანის“ სასარგებლოდ, რომელმაც ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა.

დატოვე კომენტარი