ორი ვერსია - დაუბრუნდება თუ არა კვარაცხელია „რუბინს“ #1TVSPORT
ორი ვერსია - დაუბრუნდება თუ არა კვარაცხელია „რუბინს“ #1TVSPORT

დღეს რუსეთს პრემიერლიგაში დღეს 28-ე ტურის შეხვედრები გაიმართება. ქართველი გულშემატკივრის ინტერესს ტულაში გასამართი მატჩი იწვევს – გია გრიგალავას „არსენალი“ ყაზანის „რუბინს“ უმასპინძლებს. 

როგორც ცნობილია, 26-ე ტურში აპრილს დაშავებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიშები განაახლა. იყო ინფორმაცია, რომ კვარაცხელია „არსენალთან“ შეხვედრაში გუნდს დაეხმარებოდა, მაგრამ ჯერ საბოლოოდ დაზუსტებული არ არის, საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელი დღევანდელ შეხვედრას ჩაატარებს თუ არა. ამის შესახებ განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება.

კაზანფირსტის“ ცნობით, ტულაში გასამართ მატჩში ყაზანელებს კვარაცხელია ვერ დაეხმარება. „ბიზნეს ონლაინი“ უფრო ოპტიმისტურ პროგნოზსს აქვეყნებს.

„არსებობს ალბათობა, რომ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია „არსენალთან“ მატჩში „რუბინში“ დაბრუნდება. ამ კვირაში მან ვარჯიში უკვე დაიწყო“, – წერს „ბიზნეს ონლაინი“.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს, ეკატერინბურგისურალთან“ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც „რუბინს“ ვერც „კრასნოდართან“ (0:1) შეხვედრაში დაეხმარა და ვერც – მოსკოვის „დინამოსთან“ (2:0).