ორი ქართული გოლი ესტონეთში - ბეგლარიშვილი ლიგის ბომბარდირია #1TVSPORT
ტალინის „ფლორამ“ ესტონეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში, პიარნუს „ბიჩ სტედიუმზე“ პიარნუს „ვაპრუსს“ ესტუმრა და 4:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ფეხბურთელებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს.
ტალინელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მცველი ანტონ თოლორდავა და ზაქარია ბეგლარიშვილი – ორივემ გოლი გაიტანა. 50-ე წუთზე თოლორდავამ ბეგლარიშვილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ანგარიში 0:2 გახადა, ხოლო ამ უკანასკნელმა 70-ე წუთზე პენალტი ზუსტად გამოიყენა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით „ლევადიამ“ 28 ქულა დააგროვა და „პაიდეს“ (23) ხუთი ქულით გადაასწრო. შემდეგ ტურში 19 მაისს, გუნდი მესამეადგილოსან „ფლორას“ (17 ქულა) შეხვდება.
ზაქარია ბეგლარიშვილი ტრავმის შემდეგ ფორმაში შედის და მიმდინარე სეზონშიც შედეგიანად ათამაშდა – 30 წლის ნახევარმცველმა 11 თამაშში 10 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ესტონეთის ნაკრების შემტევ ანრი ანიერთან ერთად ლიდერობს.