„რეალნოე ვრემია“ - საქართველო შეიძლება ურიდიათი დაინტერესდეს #1TVSPORT
„რეალნოე ვრემია“ - საქართველო შეიძლება ურიდიათი დაინტერესდეს #1TVSPORT

გამოცემა „რეალნოე ვრემიამ“ რუსეთის პირველი ლიგის გათამაშება შეაჯამა, რომელიც შაბათს დასრულდა. გამოცემამ ნიჟნეკამსკისნეფტეხიმიკის“ გამოსვლა მიმოიხილა, რომელმაც სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა – ამ გუნდის მწვრთნელი კირილ ნოვიკოვია 2020 წელს მოსკოვის „დინამოში“ მუშაობდა, რომელიც თბილისმა „ლოკომოტივმა“ ევროპის თასზე დაამარცხა.

ავტორის თქმით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შეიძლება „ნეფტეხიმიკის“ კაპიტნით და თავდამსხმელით, მერაბ ურიდიათი დაინტერესდეს, რომელმაც სეზონი ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილით დაასრულა.

ნიჟნეკამსკისნეფტეხიმიკის“ კაპიტანმა, მერაბ ურიდიამ 16 გოლი გაიტანა. ეს არის მესამე შედეგი ივან სერგეევისა და დიმიტრი ვორობიოვის შემდეგ. საინტერესოა, რომ მეოთხე ადგილზე მყოფი ედუარდ სპერციანი „კრასნოდარი-2“-დან სომხეთის ეროვნული ნაკრების წევრია და გოლის გატანა რუმინეთის ნაკრების კარში მოახერხა (3:2). მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა გაცილებით ნაკლებად წარმატებულად დაიწყო, ვიდრე სომხეთმა და მისმა თავდამსხმელებმა თავი ვერ გამოიჩინეს – ქვეყნის ეროვნული გუნდის სამ თამაშში მათ ერთი გოლიც ვერ გაიტანეს, მაგრამ სამშობლოში ურიდიათი ჯერ არ დაინტერესებულან. ამასთან, საქართველოს, რომლის წარმომადგენელმა თბილისმა „ლოკომოტივმა“ კირილ ნოვიკოვის ყოფილი გუნდი მოსკოვის „დინამო“ ევროპის ლიგაზე დაამარცხა, აქვს სრული უფლება უგულვებელყოს როგორც მისი წინა, ისე ამჟამინდელი მოთამაშეები“, – წერს გამოცემა.

მერაბ ურიდია ბათუმში დაიბადა – თავდამსხმელი 28 წლისაა და ამჟამად, რუსეთის მოქალაქეა. მოსკოვის საფეხბურთო სკოლა „სპარტაკისა“ და „ლოკომოტივის“ აღზრდილს უთამაშია ყაზანის „რუბინში“, „ვოლგაში“, ქობულეთის „შუქურაში“, მოსკოვის „ტორპედოში“, ხოლო „ნეფტეხიმიკში“ 2017 წლიდან გამოდის და 104 მატჩში 39 გოლი გაიტანა.

16 წლის ურიდია „რუბინში“თათრეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მოიგო რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 1993 წელს დაბადებულ ახალგაზრდებს შორის. 2019 წლის ზაფხულში „რუბინში“ დამკვიდრებას შეეცადა, მაგრამ საბოლოოდ, კლუბმა კონტრაქტზე უარი თქვა.